|
2019-05-10 12:30:27, 1776 ნახვა
სამართალი
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მორიგი აქტი - „გირჩის“ ოფისში საროსკიპო „პიონერი“ გაიხსნა
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ოფისში საროსკიპო „პიონერი“ გაიხსნა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა, მათ ოფისში სექსმუშაკი მიიყვანოს და სპეციალურად მოწყობილი ოთახი იქირავოს, რომლის ღირებულებაც საათში 49.90 ლარია. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მორიგი აქტია, რადგან პარტიაში მიიჩნევენ, რომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის გამო ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაუშვებელია. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და ეფუძნება ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთამხმებას, არის პატიოსანი შრომა და პატიოსანი შრომა არის პროსტიტუციაც. დღეს ჩვენ „გირჩის“ ოფისის ერთ ნაწილში, დემონსტრაციულად ვხსნით საროსკიპოს. საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, მისი სპონსორი არის სექსშოპი „კიკუ“ და მომსახურება, ანუ ფართის დაქირავება, ერთი საათის განმავლობაში 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება. ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც სურს ფასიანი სექსუალური მომსახურებით დაკავდეს. აღნიშნული ქმედებით, ჩვენ ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 254 -ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე. ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, ან უნდა დაგვაპატიმროს მთელი გირჩი, ან უნდა გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი და, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ბოლო დროს პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული პირები შერჩევითი სამართალის მსხვერპლნი არიან და ხელისუფლება მათ გარკვეული პოლიტიკური თემების გადასაფარად იყენებს. „საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სექს ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს სისტემა ადამიანებად არ თვლის, ექცევა მათ როგორც მონებს და, ხშირ შემთხვევაში, მათ სხვა ადამიანების წინააღმდეგ ინფორმაციის წყაროდ იყენებს. მეტიც, ყველა ხელისუფლება ამ ქვეყანაში, როდესაც მათ ძალის დემონსტრირება და სხვა პოლიტიკური თემის გადაფარვა დასჭირდათ, სექსინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების ტერორს ახორციელებდა, რის შედეგადაც კონკრეტული ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე რჩებოდნენ. ჩვენი აზრით, არ არსებობს არანაირი თვისობრივი განსხვავება ამ სასტუმროებსა და ნებისმიერ სხვა სასტუმროს შორის, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ცნობილ ბრენდებს შორის. ყველა ამ სასტუმროში, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ფასიანი სექსუალური მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, ცხადია, სახეზეა შერჩევითი სამართალი. მეტიც, არსებული კანონმდებლობით, ნებისმიერი ბიძა, რომელიც საკუთარ ძმიშვილს დაუფინანსებს სექსუალური მომსახურების მიღებას, ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ძმაკაცს დაუთმობს ბინას, რომ მან ფასიანი სექსით ისარგებლოს, სისხლის სამართლის დამნაშავეა და უნდა წავიდნეს ციხეში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)