|
2019-05-09 19:08:09, 1896 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით ვუპასუხებთ
„დღეს ჩვენი ინიციატივით შევხვდით მეცნიერ-ეკონომისტებს, ეკონომიკურ ექსპერტებს, ისინი არიან ქართული ეკონომიკური აზრის წარმომადგენლები, მათ აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი და რესურსი, რომელსაც ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო გამოვიყენებთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ტიპის შეხვედრები რეგულარული გახდება და სამინისტრო მაქსიმალურად გამოიყენებს ქართველი ეკონომისტების, ექსპერტების და მეცნიერების მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და ახალი გადაწყვეტილებების დაგეგმვისას. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე ესწრებოდნენ, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება იყო. მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ყველა არსებული რესურსის გააქტიურება სიღარიბის დაძლევისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, მისი სტრატეგიული ამოცანაა. „ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას ჩვენ, პირველ რიგში, ვუპასუხებთ სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებებით და ჩვენი სამინისტრო, ამ თვალსაზრისით, სანიმუშო გახდება. არცერთი გაჩერებული პროექტი ჩვენთან არ იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად არსებობს დიდი რეზერვი, რომელსაც სამინისტრო გამოიყენებს - ეს არის მუშაობის მაღალი ტემპები, მეტი გამჭვირვალობა და სერვისების სრული გაციფრულება - დაწყებული ქონების მართვა/პრივატიზაციიდან, დამთავრებული წიაღის ლიცენზიების გაცემით. ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის უზრუნველყოფის პროცესზე და აღნიშნა, რომ ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ქართველი მეწარმეების ხელშეწყობასა და მთელი საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით დაფარვაზე. „ვფიქრობთ, აქცენტი გავაკეთოთ ქართველი მეწარმეობის, ბიზნესისინტერესების უფრო მეტ და უფრო განახლებული ფორმით დაცვაზე - დავიცავთ მას როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე, რადგან გარე ბაზრებზე ჩვენი ბიზნესი უკვე ძალიან მოძლიერდა და იქაც სჭირდება გვერდში დგომა. მეორე მიმართულებაა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს მაქსიმალურად, მთელ საქართველოს - ეს არის გაზი, ფიქსირებული ინტერნეტი და ხარისხიანი ელექტროენერგია ყველა ოჯახში. ჩვენ მაღალი ზრდა გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ უკვე ვიფიქროთ - მთელი საქართველო იყოს მოცული ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ეს საშუალებას მისცემს მცირე ბიზნესს, რომ განვითარდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)