|
2019-05-02 13:17:50, 1797 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი: ჩატარებული 10 საერთაშორისო სპეცოპერაციიდან, 166 დამნაშავე დავაკავეთ
პარლამენტის „მინისტრის საათის“ ფორმატში, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში წარმოადგინა. გიორგი გახარიამ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ნაწილში სამინისტროს მიღწევებზე ისაუბრა. „საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში, მინდა მოგახსენოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩაატარა 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის 10 კანონიერი ქურდი, ქართული წარმომავლობის. ეს გახლდათ 21 ღონისძიება ჩატარებული, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)