|
2019-05-02 13:03:11, 1641 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული
პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი გახარიას განცხადებით დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა რომლის ეფექტურობაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც აღიარეს. ,,მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან მიღწევას. მათ რისკების შეფასების სისტემამ ოჯახური ძალადობის ნაწილში და ასევე შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და თუ არ ვცდები 6000-ს გადაცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი, შედეგი არის ის რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში. რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, დროებითი მოთავსების იზოლატორებზეც ისაუბრა. „დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა იქნა განვითარებული, თითქმის ყველგან ჩატარდა რემონტი, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. რაზეც წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა, გაიზარდა ვიდე-კამერების რაოდენობა, გაიზარდა ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამ ყველაფერს კი მოყვა შესაბამისი შეფასება ,,CPT"-ის დასკვნებშიც, ჩვენ ეს წინასწარი პოზიტიური გამოხმაურება უკვე გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)