|
2019-04-30 11:51:56, 1655 ნახვა
ეკონომიკა
გულბანი: ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იკრებს ძალებს შიდა წარმოების განვითარების კუთხით, რაც ექსპორტის ზრდაში გამოიხატება
„მარტში დაფიქსირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას წლის დანარჩენი თვეებისთვისაც, ვინაიდან შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებლის კომენტირებისას. მისი თქმით, მარტში ასევე გაიზრდა ტურიზმიდან შემოსავლები 5,3%-ით და საერთაშორისო გზავნილები 7,5%-ით, რამაც დადებითი გავლენა იქონია მარტში ეკონომიკურ ზრდაზე. „ჩემთვის ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანდათან იკრებს ძალებს შიდა წარმოების განვითარების კუთხით, რაც ექსპორტის შეუქცევად ზრდაში გამოიხატება. ვხედავთ ტენდენციას, რომ იმპორტი მცირდება და ადგილობრივი წარმოება ძლიერდება, რასაც ხელს უწყობს ერთი მხრივ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ხოლო მეორე მხრივ სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მეწარმეებს საწარმოო ციკლის თითქმის ყველა კომპონენტში უჭერს მხარს,“ - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა. სტატისტიკური ინფორმაციით, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი შემცირდა 12.3 პროცენტით და 740.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შოთა გულბანის შეფასებით, ყოველივემ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია მარტში ეკონომიკურ ზრდაზე.
(NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)