|
2019-04-23 14:18:48, 1758 ნახვა
სამართალი
გევორქ სარქისიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გევორქ სარქისიანის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულები - ე.მ., ს.მ. და რ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულები რ.დ., გ.კ. და უ.მ. - სსკ-ის 375-ე მუხლით. „სასამართლომ მიიჩნია, რომ ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან, რაც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულის გამო, ს.მ.- მ და ე.მ.-მ მეგობარ რ.კ.-სთან ერთად გადაწყვიტეს და დაგეგმეს გევორქ სარქისიანის განზრახ მკვლელობა. 2018 წლის 12 ივლისს, ს.მ.-მ და ე.მ.- მ, რ.კ.-სთან ერთად ნახეს გევორქ სარქისიანი. საუბრის დაწყებისთანავე ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებისამებრ გევორქ სარქისიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იმავდროულად, მისი განზრახ მოკვლის მიზნით, სამივემ ხელთარსებული დანებით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად გევორქ სარქისიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ს.მ. -ს და ე. მ.-ს ნათესავმა რ.დ. - მ, ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილი იყო გევორქ სარქისიანის მკვლელობა. აქტიური მოქმედებით, კერძოდ, ე.მ.-ს დამალვაში ხელის შეწყობით, გ.კ.-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანის მეშვეობით, რომელმაც ასევე იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, სამეგრელოში ერთ-ერთ ოჯახში გადამალვით - ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა. რაც შეეხება უ.მ.-ს, რომელმაც ასევე ნამდვილად იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, აქტიური მოქმედებით დამალა იგი წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, რათა შემდგომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანაში. 2019 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ე.მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და 2381 მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა. ს.მ. და რ.კ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად). საბოლოოდ თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გ.კ., რ. დ. და უ.მ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2018 წლის 12 ივლისის მოქმედი რედაქცია - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) და თითოეულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)