|
2019-04-22 12:03:13, 1887 ნახვა
სამართალი
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ სისტემურ ფიზიკურ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებული თ.ა. დამნაშავედ ცნო. უწყების ინფორმაციით, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ა. 2018 წლის 3 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარ ქალს, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. თ.ა.-ს მიერ განხორციელებული სისტემური ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. „სამართალდამცველებმა თ.ა. 2018 წლის 2 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 126 მუხლის 12 ნაწილით; 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 111-115 პირველი ნაწილით და 111-151 პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემური ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)