|
2019-04-21 21:07:25, 1765 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია - თითოეული მოქალაქის, პოლიციელის, პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო, და ამას მივაღწევთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციის თანამშრომლები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გიორგი გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, იდენტიფიცირებული იქნება თითოეული პოლიციელზე თავდამსხმელი, რასაც კანონის შესაბამის ზომებს მიიღება მოჰყვება. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პანკისის ხეობის თემის უხუცებსაც, ერთად მიღწეული შედეგისთვის. „მოვინახულე დაშავებული პოლიციის თანამშრომლები. ძირითადად ეს გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამას მე ვპირდები თითოეულ პოლიციელს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს, ერთი დაზარალებული გვყავს თავის არეში, რომელსაც ახლა აკვირდებიან ექიმები, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სერიოზული გართულების გარეშე გამოვა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ, ყველა მოვლენას, თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს იურისდიქცია. სიტუაცია დამშვიდებულია, დაწყნარებულია, შედეგი მიღწეულია, როგორც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო, გადავუხადო მადლობა ყველა იმ პოლიციელს, რომელსაც ამ ღონისძიებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს იღებდა მონაწილეობას. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო ასევე უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ ობიექტურ რეალობასთან დაახლოებაც შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი, თითოეული მოქალაქის, თითოეული პოლიციელის, თითოეული პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო, და ამას მივაღწევთ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)