|
2019-04-21 17:31:26, 1851 ნახვა
სამართალი
ვახტანგ ჭარაია - სამწუხაროდ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შესაბამისად ვერ აცნობიერებს
„ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ენერგოიმპორტიორი ქვეყნისათვის, რომელსაც ახლო მომავალში ამ მხრივ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას ადგილობრივ მოთხოვნასა და წარმოებას შირის დისბალანსის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო,“-ასე ეხმიანება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტან ჭარაია პანკისის ხეობაში მცირე ჰესის-ხადორი-3 მშენებლონის თემას. ექსპერტს ამის მაგალითად, 2018 წელს მოხმარებული ელექტროენერგია მოჰყავს, როდესაც მისი თქმით, ენერგომოხმარების 20% იმპორტირებული იყო და მისი დინამიკა მზარდია. „სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შესაბამისად ვერ აცნობიერებს. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე არათუ დიდი, არამედ მცირე ჰესების მშენებლობასაც კი აპროტესტებს, რომელმაც ქვეყნის სტაბილურობა, ათეულობისთ მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა, ათეულობით და ასეულობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ბოლო-ბოლო უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველყოს სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ“,-აცხადებს ვახტანგ ჭარაია. ამასთან, ექსპერტს მიაჩნია, რომ ფაქტია რომ ამ მიმართულებით მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და მეტი ინფორმირებაა საჭირო. სახელმწიფომ თავიდან უნდა აიცილოს თუნდაც იძულებითი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაც, რადგანაც ამან შესაძლოა უფრო მეტი დაუსაბუთებელი აგრესია გამოიწვიოს ისევ და ისევ ჰესების მიმართ, რაც საბოლოო მიზნის - ენერგოუსაფრთხოების მიღწევას შეუშლის ხელს და რისკის ქვეშ დააყენებს მთლიანად ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას. ფაქტია რომ ენერგოუსაფრთხოებას ალტერნატივა არ გააჩნია.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)