|
2019-04-20 13:19:23, 2375 ნახვა
ეკონომიკა
ოქროს ბრენდთან ერთად PSP-ს „ფარმაციის ექსპერტის“ ჯილდო გადაეცა
სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი მეთოთხმეტედ გაიმართა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით. ნომინაციაში ფარმაცევტული კომპანია ნომერ პირველი ოქროს ბრენდი უკვე მეთოთხმეტედ გადაეცა PSP-ს. ამასთან, კომპანია PSP-ს 25 წლიანი წარამტებული საქმიანობის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის „ფარმაციის ექსპერტის“ წოდება და ჯილდო გადაეცა. „ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას და პირველობას PSP 25 წელია სტაბილურად ინარჩუნებს, „ფარმაციის ექსპერტის“ წოდება ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კომპანიის 6000-მდე თანამშრომლის დიდი დამსახურებაა თითოეული მიღწევა, ამიტომ ექსპერტად აღიარება დამატებით პასუხისმგებლობას და გვძენს და გვიბიძგებს კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი და სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს“, - აცხადებენ PSP-ში. ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით ხდება. ორგანიზატორების მიერ დაკვლევაში მონაწილეობა მიიღო 100 ექსპერტმა (ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწვალებლები კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები); ამასთან, გუგლის კითხვარის მეშვეობით გამოკითხულ იქნა-2000 ადამიანი.
(R)
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)