06:47 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 12:17:11, 359 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ურუგვაის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდოლფო ნინ ნოვოასთან. ურუგვაელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო  სფეროებში, დაისახა ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეებისათვის ვიზის აღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ

მინისტრი ასევე შეხვდა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს და სენატის თავმჯდომარეს რაულ სენდიკს. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას  შორის  საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.  

სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ჩილეს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics