|
2019-04-16 17:07:19, 1889 ნახვა
სამართალი
გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნეს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის დამნაშავედ იქნენ ცნობილი ბ.ბ., მ.ვ., ჯ.მ. და ვ.რ., სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის - საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - ი.ბ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის - ნ.ჭ. უწყების ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ.ბ. -ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, ჯ.მ.-ს და მ.ვ.-ს 13 -13 წლით, ვ.რ.-ს 12 წლით, ნ.ჭ.-ს 7 წლით, ლ.მ.-ს 2 წლით, ხოლო ი.ბ. -ს 2 წლით, 1 თვით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. „სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბ.ბ.-მ, მ.ვ.-მ, ჯ.მ.-მ და ვ.მ.-მ დაგეგმეს და მოამზადეს სოფ. საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება. ამ მიზნით ბ.ბ.-მ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობები და ჯ.მ.-სთან ერთად, ნ.ჭ.-ს დახმარებით შეეცადა მათ გადაზიდვას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., რომელმაც არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება დანაშაულის აღსაკვეთად, ასევე საქმის კურსში იყო ი.ბ., რომელმაც მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სააპელაციო სასამართლომ ბ.ბ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 3231 მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა), ჯ.მ. 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 19,3231 მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობა), მ.ვ.18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით(ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება), ვ.რ. 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში დახმარება), ნ.ჭ. 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობაში დახმარება), ლ.მ. 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), ხოლო ი.ბ.376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა)“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)