06:47 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 15:06:17, 473 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან დღეს უფრო პოზიტიურია

„ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება უფრო პოზიტიურია იმასთან შედარებით, ვიდრე დაიწყო,  იმიტომ რომ მანამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით“,-ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 
მეჭიაურს არ დაუკონკრეტებია  შეხვედრაზე თუ რა საკითხებზე იყო საუბარი. 
თუმცა, აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკისგან  საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა იყო. 
„ეს  იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ინიციატორი არის ალბათ ყველა ერთად. მე რაც თავმჯდომარე ვარ არ შევხვედრივარ,  მათ არ ვიცნობდი და ახლა მოხდა  გაცნობა. დეტალების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან შეხვედრა იყო კონფიდენციალური. შემიძლია გითხათ, რომ ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება უფრო პოზიტიურია  ვიდრე დაიწყო, რადგან მანამდე არ ვიცნობდით“,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 
ამასთან, მისივე თქმით შეხვედრაზე  რეკომენდაციები მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა.
 თუმცა, როგორც მეჭიაურმა აღნიშნა,  მათ თავისი აზრი გამოთქვეს. 
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  თამაზ მეჭიაური და მისი მოადგილე ნოდარ ებანოიძე დახურ ფორმატში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლს აზიმ სადიკოვს და მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალის შეხვდნენ. 
საერთაშორისო  ფინანსური ინსიტუტების  წარმომადგენლებს  შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics