|
2019-04-01 18:02:59, 1750 ნახვა
სამართალი
გასულ წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2018 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად ქალის მკვლელობის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი გაზრდილია. ომბუდსმენის ცნობით, გასულ წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 ფაქტი. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, ასეთი 18 ფაქტია გამოვლენილი, საიდანაც 11 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი. ამასთან, 2018 წელს გამოვლენილი მკვლელობის მცდელობის შემთხვევებიდან, 10 ფაქტი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება. „სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ფემიციდთან, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკ ფორმასთან, ბრძოლის მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე იყო ინფორმირებული ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა ძალადობის უკიდურესი ფორმის პრევენცია ვერ მოხერხდა. არანაკლებ ყურადსაღებია ის შემთხვევები, სადაც მსხვერპლს დასახმარებლად პოლიციისთვის არ მიუმართავს, რაც უმეტესად სამართალდამცავი უწყებისადმი ნდობის ნაკლებობას უკავშირდება. აღსანიშნავია, საქმეთა მასალების ანალიზის შედეგად, გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილი ისეთი ხარვეზები, როგორიცაა კვალიფიკაციის და გენდერული მოტივის გამოკვეთის პრობლემა, ძალადობის წინარე ისტორიის გაუთვალისწინებლობა და ამ კუთხით მსჯელობის განვითარება ბრალის შესახებ დადგენილებებსა და სასამართლოს განაჩენებში, უწყებების მიერ გენდერულად არამგრძნობიარე ენის გამოყენება და სხვა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევების ფემიციდად იდენტიფიცირება. პრობლემურია როგორც ძალადობის წინარე ისტორიის გამოკვლევა, ისე საქმეთა დროული გამოძიება. სახალხო დამცველი 2014 წლიდან შეისწავლის მ.დ.-ს, ლ.ვ.-ს, ხ.ნ-ს შესაძლო თვითმკვლელობამდე/თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის შემთხვევებს, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე უცნობია", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)