|
2019-03-26 14:12:25, 1486 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: ყველაფერი შესანიშნავად არაა, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმს დაესწრო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - PROLoG-ის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. „გასული დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. ძალიან ხშირად აქცენტი ხდება იმაზე, რომ მოხდა მაგალითად ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, თავისუფლების აღკვეთა. სამწუხაროდ, შემდეგ საუბარი აღარ გრძელდება, თუ რა რეაგირება მოაყოლა ამას პოლიციამ. ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ამ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორია ამ ფაქტებზე პოლიციის რეაგირება. აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში მედიაში გადაიცა - გაიხსნა. დამნაშავეები არიან დაკავებულები, მათ შეეფარდათ პატიმრობა და ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია - დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. რაც შეეხება ციფრებს, ცალკე აღებული ციფრებში ზრდა გვაქვს, თუმცა ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მატება გამოწვეულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. მაგალითად, არის იქ მუხლები, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემამ გამოიწვია. ჩვენ ეს ვთქვით, ვაღიარეთ და არაერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით. რიგი ქმედებები დასჯადად გამოვაცხადეთ. თვე არ გავა, რომ კანონიერი ქურდები, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები არ დავაკავოთ. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ანუ საკანომდებლო დონეზე ბევრი რამე გავასწორეთ, ყოველდღიურად ამის აღსრულება ხდება და გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)