06:47 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 17:17:03, 489 ნახვა

პოლიტიკა
ჯაბა სამუშია: ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით შავი ხვრელები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს გაჩნდა

თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

 კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში დადგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომლის თანახმად, ბიუჯეტი თითქმის 45 მილიონი ლარით იცვლება. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა-თუ რატომ ხდება თბილისის მერიის მიერ  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიზერული თანხის გამოყოფა.

ასევე, საკრებულოს ოპოზიციას კითხვები აქვს ოლიმპიური ფესტივალისთვის  გამოყოფილ დამატებით 13 მილიონ ლართან დაკავშირებით.

ოპოზიციას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშიამ უპასუხა. მისი თქმით, სტიქიით დაზარალებულთათვის შესაძლოა, დამატებით 5 მილიონი ლარი გამოიყოს.

"5 მილიონი ლარის ტრანსფერი შესაძლოა, კიდევ განხორციელდეს, ჩვენ ველოდებით კიდევ თანხების მოზიდვას. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილ 18 მილიონიდან  სულ მცირე 5 მილიონი გამოყოფილია სწორედ სტიქიის დაზარალებულთათვის. რაც შეეხება ოლიმპიურ ფესტივალს, მასთან დაკავშირებით შავი ხვრელები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს გაჩნდა. თქვენ დროს არ არსებობდა სცენარი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ოლიმპიადის გახსნის დღე",-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ცნობისთვის, საკრებულოს უმრავლესობამ  ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics