|
2019-03-23 15:12:20, 1566 ნახვა
სამართალი
შსს საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 23 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე - „დინამო არენა“, საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან, თამაშის დასრულებამდე სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ: „ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება გ. ცაბაძის ქუჩის და სანაპიროს კვეთიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით, ყიფიანის და ბათუმის ქუჩების კვეთიდან ყიფიანის ქუჩაზე, ქუთაისის და ა.წერეთლის ქუჩების კვეთა, ავტომანქანები იმოძრავებენ წერეთლის ქუჩიდან, ქუთაისის ქუჩის მიმართულებით. ასევე, შეიზღუდება მოძრაობა ა.წერეთლის და ვახუშტის ქუჩების კვეთაზე და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ვახუშტის ქუჩიდან წერეთლის მიმართულებით, მეტროსადგურ „დიდუბისკენ“. ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება თევდორე მღვდლის და გ.ცაბაძის ქუჩების კვეთაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ნაკადი იმოძრავებს აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დაიკეტება წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების კვეთა და ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა შეიზღუდება თამარ მეფის გამზირის და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე, თამარ მეფის ხიდიდან გადმომსვლელი ნაკადი იმოძრავებს თბილისი ცენტრალის მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება თამარ მეფის ხიდიდან დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით გ.ცაბაძის ქუჩისკენ. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე განახლდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)