|
2019-03-22 10:19:45, 1374 ნახვა
სამართალი
გახარია EEAS გენერალური მდივნის მოადგილეს, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს - პედრო სერანოს, საქართველოში ევროკავშირის მისიის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გადასასვლელების დახურვის უპრეცედენტო, ნეგატიურ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადამიანთა უკანონოდ დაკავებებს და „ბორდერიზაციის" პროცესს, ასევე ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. გიორგი გახარიამ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის და ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.
(NS)
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)