|
2019-03-20 17:34:13, 1400 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: წინააღმდეგი ვარ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა 13 ან 12 წლამდე დაიწიოს
„ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა დაიწიოს თუნდაც 13 ან 12 წლამდე. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეფერირების მექანიზმის შექმნის შესახებ ისაუბრა. „ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემის, გამოწვევის საპასუხო რეფორმა, რომელიც ეხება 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიერ ჩადენილ დანაშაულს. თქვენ იცით, რომ ის მასშტაბური და მართლაც ევროპული, ისეთი როგორიც ჩვენ ქვეყანას ეკადრება - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული. მაგრამ არის კატეგორია ბავშვების, რომლებიც არიან 14 წლამდე ასაკის, რა თქმა უნდა მათ შორის და მათ მიერ ხდება დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხდება და ვერ ხდება, იმიტომ რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი. ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც 13 ან 12 წლამდე. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელითა და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტების დამკვიდრების მიზნიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს სჩადიან, ეს დაუსჯელი, ანუ უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამიტომაც, ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას (მათ შორის მედიაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს), განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვით პროგრამებს ექნებათ საკადრისი, ადექვატური და ბავშვზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შემცირდეს", -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
(NS)
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)