|
2019-03-12 11:16:21, 1448 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სოსო რამიშვილი იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველს, გენერალ ჯორჯიო ტოშის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის, ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, იტალიის რესპუბლიკის კოლეგა უწყებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია. „საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია იმ დიდი გამოცდილების გაზიარება, რაც იტალიის ფინანსურ გვარდიას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით აქვს. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ გავაღრმაოთ თანამშრომლობა ყველა იმ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის აღმოფხვრას, საქართველოსა და იტალიის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების დაცვას. ვიმედოვნებ, რომ გააქტიურებული თანამშრომლობა ჩვენი უწყებების საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა. იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის, გენერალ ჯორჯიო ტოშის განცხადებით გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს არა მარტო უწყებებს შორის თანამშრომლობას, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. „აქტიური თანამშრომლობა ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც არის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაული სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის“, - აღნიშნა ჯორჯიო ტოშიმ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გადაწყდა, რომ ახლო მომავალში დაიგეგმება იტალიის რეპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის, გენერალ ჯორჯიო ტოშის ვიზიტი საქართველოში. იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მთავარ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი, ასევე იტალიის ფინანსური გვარდიის მმართველის მოადგილე ედოარდო ვალენტე და უწყების სხვა წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის საფინანსო და ეკონომიურ სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და გადასახადების გადახდის კონტროლის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და უწყების საინფორმაციო ბაზებისა და საქმიანობის ძირითად მიმართულებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ვიზიტის ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრებმა იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც უწყების ისტორიასა და საქმიანობას დეტალურად გაეცნენ.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)