10:43 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-09 13:09:20, 1954 ნახვა

სამართალი
„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულები ბრალს აღიარებენ და სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეების გარეშე გამოცხადდნენ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავა. 

უწყების ცნობით, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics