|
2019-03-07 12:14:26, 1739 ნახვა
სამართალი
ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებულ ნორმებს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს ირაკლი ჯუღელის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაკავების საფუძველს და 247-ე მუხლით დადგენილ დაკავების განსხვავებულ ვადებს ასაჩივრებს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის შესახებ საია მრავალი წელია საუბრობს და აწარმოებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას. ამ დრომდე საიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში 6 სარჩელი აქვს წარდგენილი. ამჯერად, საია ითხოვს ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. კერძოდ, საია ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დაკავების საფუძველს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს უფლებას აძლევს პირი დააკავოს პიროვნების დადგენის მიზნით. საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დაკავება პიროვნების დადგენის საფუძვლით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის თავისუფლების უფლებას. ასევე, საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლით დადგენილ დაკავების განსხვავებულ ვადებს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომლის დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში, მაშინ, როდესაც სამუშაო დროს დაკავების შემთხვევაში დაკავების ხანგრძლივობა შესაძლებელია 12 საათამდე გრძელდებოდეს. საიას შეფასებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას, ვინაიდან ადგენს უთანასწორო მოპყრობას სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავებულ პირებს შორის“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)