|
2019-03-05 10:43:31, 1830 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტები გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანები: 2002 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ. ბ. დააკავეს, ხოლო 2003 წელს დაბადებული კ. ო.-ს ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ზოომაღაზიის გაქურდვა სცადეს. „პოლიციამ მათი ქმედება შემთხვევის ადგილზევე აღკვეთა. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ასევე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს 1971 წელს დაბადებული ი. ღ., რომელმაც თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭის 2 თავსახური მოიპარა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)