|
2019-02-27 10:39:12, 1710 ნახვა
სამართალი
საქართველოს რუკის სხვადასხვა ფორმით დამახინჯება დასჯადი ხდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, საქართველოს რუკის სხვადასხვა ფორმით დამახინჯება დასჯადი ხდება. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოს რუკის დამახინჯება სხვადასხვა ფორმით ხდება, რაც ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა. „ჩვენ ამ პროპაგანდას უნდა შევეწინააღმდეგოთ. ამიტომ, ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტით დასჯადი ხდება საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით დაბეჭდვა, გავრცელება, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სხვადასხვა ნივთებზე გამოხატვა და ა.შ. ამ პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, პრევენციულად მოვახდინოთ გავლენა იმ არასწორ პროცესზე, რომ ასეთი სახით არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამახინჯება და მეორე მხრივ კი, ამ რუსულ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ ადეკვატური ქმედებებით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დასჯადი იქნება",-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე განმარტებით, კანონპროექტის შემუშავებისას გაზიარებული იქნა ის მიდგომა და ნორმა, რაც გათვალისწინებულია დროშის შეურაცხყოფის შემთხვევაში ქართული კანონმდებლობით. როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის სხვა კომიტეტების სხდომებზე განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების, მთავრობის წინადადებების და ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით, პროექტის პირველადმა რედაქციამ განიცადა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის, იურიდიულ პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით". კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების პრინციპები გაიზიარეს და სხდომაზე გამოთქმული დათქმის გათვალისწინებით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)