|
2019-02-26 14:50:41, 1588 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მძევალია - ექსპრესვიდეო
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის კობა გვენეტაძის გადადგომას ითხოვს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სებ-ის პრეზიდენტი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მძევალია. დეპუტატი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ჩაშლას კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოშლილია. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან. დღეს მან პარლამენტს აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. პარლამენტი ფაქტობრივად იშლება, საპარლამენტო უმრავლესობის სახით. დაშალა ყველაფერი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი. ის არის ამ გარემოებათა ტყვე, მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს ნდობა საზოგადოების წინაშე, მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხდარი ამბის შემდეგ სებ-ის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველასთვის. რაც შეეხება პროკურატურას, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკის, პარლამენტს, ყველა ეს სტრუქტურა დღეს არ არსებობს და ემორჩილება ერთი კაცის ნებას. დღეს მომხდარი ფაქტი ცდება "თიბისი ბანკის" სფეროს საკითხს. ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლება. ანაკლიის პროექტს დიდი ხნით დიდი კითხვის ნიშანი დაესვა", - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)