03:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 10:45:17, 1718 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის  ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, ქ.თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი.კ. სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მას.

„სამართალდამცველებმა ი.კ. 2018 წლის 10 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ  სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური  ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ  სისტემატური შეურაცხყოფა,  რამაც გამოიწვია ტანჯვა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4  წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics