|
2019-02-25 16:07:33, 1451 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ უწყებების მიერ კონკრეტული გეგმა განისაზღვრება
შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე დღეს, „თბილისი მერიოტში" შეხვედრა გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და გაუზიარა სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პრობლემა არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას სხვადსხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. დღეს, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით, იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და პრობლემები მოვაგვაროთ, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა უფრო მეტად პრევენციული მიმართულებით. უფრო მეტი პრევენციული ღონისძიება უნდა განხორციელდეს, არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, იმიტომ, რომ ამ ნაწილში პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე ნაკლებად ეხება, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, როგორიც არის მაგალითად განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე მოვუწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები ჩადონ. ბუნებრივია არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური, არამედ მთელი ის ექსპერტული ცოდნა რაც აქვთ, რომ მოახმარონ ამ მიმართულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია არასრულწლოვნებს შორის დანაშაული, ძირითადად ეს გახლავთ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - თუ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩვენ მომავალში აუცილებლად მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც კანონის გამკაცრება მოუწევს სახელმწიფოს. პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. კანონის გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება იმიტომ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის მიზეზები უფრო კომლექსურია ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა. გასააქტიურებელია მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, დასახვეწია რეფერირების მექანიზმი. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მოზარდი მოდის, უკვე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, საკითხის ასე დასმა, როგორი უნდა იყოს ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება, როდესაც არასრულწლოვნებზე ვსაუბრობთ - არასწორია. უფრო სწორია დავსვათ კითხვა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დანაშაული არ ჩაიდინონ არასრულწლოვნებმა. ამიტომ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე. უწყებები შეიკრიბებიან, უკვე განისაზღვრება კონკრეტული გეგმა და უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)