|
2019-02-25 14:36:33, 1509 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი კუპრავაზე: როდესაც წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ბუნებრივია, პოლიცია პროპორციულ ძალას იყენებს
„ზვიად კუპრავას დაკავება დაფიქსირებულია სამხრე კამერებით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მეზვრიშვილის განმარტებით, როდესაც დასაკავებელი პირისგან წინააღმდეგობის გაწევა ხდება, პოლიცია პროპორციულ ძალას იყენებს, რაც ბუნებრივი და ნორმალური პროცესია. "პირველი - პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკითხი უპრეცედენტო არ არის, ნამდვილად. სასამართლოს უპატივცემულობისთვის არ შეფარდებია ბატონ ზვიად კუპრავას პატიმრობა, სასამართლოს უპატივცემულობისთვის მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა - გირაო. ეს არის კანონის მოთხოვნა, გირაოს პირობაც, სასამართლომ მას დააკისრა, რომ არ უნდა ჩაედინა ახალი დანაშაული, უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის მიერ გამოძახებისთანავე და თავი არ უნდა აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის - ეს არის ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის. მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ეს ვალდებულება არ შეასრულა, შესაბამისად კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ როდესაც გირაოს პირობები არ სრულდება და პირი ჩადის ახალ დანაშაულს, მას გირაო უნდა შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ამ შემთხვევაში - პატიმრობით. განხორციელდა ეს პროცედურა, ვინაიდან ბატონმა ზვიად კუპრავამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის პერიოდში, მანამ სანამ მის მიმართ განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ჩაიდინა სავარაუდოდ ახალი დანაშაული. სავარაუდოდ ვამბობ, იმიტომ რომ უდანაშაულობის პრეზუმციას ვიცავ ამ შემთხვევაში. მას ბრალი წარედგინა 126 მუხლით, ადვოკატის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ეს გახდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას, მისი დაკავება დაფიქსირებულია პოლიციელების სამხრე კამერებით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც დასაკავებელი პირისგან წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ბუნებრივია პოლიცია იყენებს პროპორციულ ძალას, ამ წინააღმდეგობის დასაძლევად. თუ რამე ძალის გამოყენებას ჰქონდა იქ ადგილი, პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რაც არის ბუნებრივი და ნორმალური პროცესი, რასაც ადგილი აქვს ხოლმე ყველა დაკავებული პირის მიმართ, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)