|
2019-02-25 14:18:21, 1518 ნახვა
სამართალი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით კირკიტაძე ისევ პატივრობაში დატოვა. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, ადვოკატის შუამდგომლობა სათანადოდარ იყო წარდგენილი, რადგან, როგორც ნემსიწვერიძემ აღნიშნა, თავდები უშუალოდ არ იყო წარმოდგენილი და მათ შესაბამისი განმარტება ვერ გააკეთეს. დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ყველა საჭირო დოკუმენტი სრულად იყო წარდგენილი შეგახსენებთ, კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)