|
2019-02-22 11:05:43, 1410 ნახვა
სამართალი
საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს
ვენაში საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად აირჩიეს. საერთაშორისო ორგანიზაციას და, ამავე დროს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტს, რომლის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და მსოფლიოს მასშტაბით სფეროს პროფესიონალების მომზადებაა, დღეიდან საქართველო უხელმძღვანელებს. აკადემიაში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენს. საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად არჩევა კორუფციის წინააღმდეგ გატარებული რეფორმების წარმატებით და შედეგებით არის განპირობებული. საქართველო „IACA"-ს საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას 2015 წელს შეუერთდა, რამაც საქართველოსა და აკადემიას შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადაიყვანა, 2018 წლის სექტემბრიდან კი აკადემიის ვიცეპრეზიდენტი იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2017 წელს იუსტიციის სამინისტრომ „IACA"-ს სამაგისტრო პროგრამასაც უმასპინძლა. პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური პროგრამების დირექტორატმა მიიჩნია, რომ „საქართველო იდეალური ადგილია ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად", ამიტომაც სტუდენტებმა მსოფლიოს 16 ქვეყნიდან სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში გაიარეს. სამაგისტრო კურსის ჩატარებას „IACA" 2019 წელსაც საქართველოში გეგმავს.
(NS)
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)