|
2019-02-21 16:41:17, 1344 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი „ოცნებას“: ჩვენს რეზოლუციაში შევა მუხლი, რომ სააკაშვილი-ბოკერიების რეჟიმითან ერთად, თქვენც დაისაჯოთ
ფრაქცია "საქართველოს პარტიოტების" თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც "მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის" პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას ითვალისწინებს, ახალი მუხლი დაემატება. ინაშვილის განმარტებით, ახალი მუხლი "ქართული ოცნების" იმ წევრების დასჯის მოთხოვნას ითვალისწინებს, რომლებმაც რეზოლუციის პირვანდელ სახეს მხარი არ დაუჭირეს. "შექმნილი ვითარება არანაირად ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიას განვითარებას. ჩვენ არ უნდა ვუტოვებდეთ ასეთ ფაქტებს ჩვენს მომავალს. დღეს შინაგან უხერხულობას რა გვიქმნის?! - იმ ადამიანებს ვინც ერთად ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, ის რომ დღეს მოსამართლეებზე, რომლებიც თვითონ შექმნეს, როგორც მანკიერი პროდუქტი, ლაპარაკობს დღეს ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, რომელიც ამ დარბაზშია, ლაპარაკობს ის ხალხი ვინც თვითონ შექმნა მურუსიძეების პროდუქტი - დღეს არ მოსწონთ. ჩვენ უფრო ფართოდ უნდა ვიყუროთ პროცესებს, ყველაფერი თქვენი, "ქართული ოცნების" ბრალია. ერთად იქნებით, გაიყოფით, ერთად ივლით, თუ დაიშლებით, ეს სულ სხვა საკითხია და თქვენი შიდა საკითხია. თქვენი პრობლემა ის არის, რომ თქვენ გადაარჩინეთ დამნაშავეები, ეს ხალხი პოლიტიკურ ველზე შემოიყვანეთ, როგორც თანაბარი უფლების მქონე, ეს ხალხი პარლამენტში კრისტალური სახით შემოგვთავაზეთ. ამიტომ, არის დღეს ირონიული ღიმილი რეზოლუციის ირგვლივ, ბატონ ბოკერიას სურს, რომ მისი გვარი [ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმი] წინ ეწეროს. ახლა "ქართულ ოცნებას" ვეუბნები, ჩვენ ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ვსაუბრობთ, ვითხოვთ და მოვითხოვთ ამ რეჟიმის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თქვენ ჩააგდებთ ამ რეზოლუციას, ისევე როგორც ბესელიას ინიციატივას, მაგრამ გეუბნებით, რომ ჩვენ რეზოლუციას დაემატება შემდეგი პუნქტი - გასამართლდება "ქართული ოცნების" ყველა ის პირი, ვინც უღალატა ქართველ ხალხს და ვინც კოჰაბიტაცია გამოაცხადა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ტიპის რეზოლუცია გავა უკვე სხვა ხელისუფლების პირობებში და ასეთი რეზოლუცია გაითვალისწინებს იმას, რომ სააკაშვილი-ბოკერიების რეჟიმის დამნაშავეებთან ერთად, თქვენც იყოთ დასჯილები", - განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)