|
2019-02-21 15:07:47, 1304 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი ეკა ბესელიას - ჩვენ მხარს გიჭერთ, მაგრამ ხომ ვიცით რაც მოხდება ამ დარბაზში
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების თაობაზე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნები საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. „სიმბოლურია, რომ დღეს ასევე იქნება კენჭისყრა რეზოლუციის, რომელიც ითვალისწინებს წინა რეჟიმის შეფასებას დანაშაულებრივ რეჟიმად. ეს ორი თემა, რომელსაც ამ წუთებში წარმოადგენს ქალბატონი ეკა ბესელია და თემა რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ ის მოსამართლეები შვა იმ რეჟიმმა და იმ მოსამართლეებს დღეს აცოცხლებს გარკვეული ჯგუფი პარლამენტშიც სხვათაშორის, რომელიც პირდაპირ ლობიერაბს უწევს მოსამართლეთა იმ ოდიოზურ ჯგუფს. ჩვენ არ ვერჩით სასამართლოს, არ ვეხებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხდება საკითხის ინტერპრეტაცია, თითქოს მოსამართლეთა კორპუსს ვერჩით ჩვენ. ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე-ჩინჩალაძეებისა და დანარჩენებისგან. ეს ხალხი ამ სისტემიდან უნდა გავიდეს. ამიტომ ცვლილება, რომელსაც ეხლა წარმოადგენს ქალბატონი ეკა ბესელია, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია გაცილებით მეტს ითხოვს, ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდეს და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნები საერთოდ გაუქმდეს. არ ვართ ჩვენ ამისთვის მზად, როგორც გვაჩვენა გამოცდილებამ. ამიტომ, ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი და მხარს გიჭერთ ქალბატონო ეკა ცხადია ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში და რა თქმა უნდა კენჭისყრაშიც. მაგრამ ხომ ვიცით რაც მოხდება ამ დარბაზში. ამიტომ ჩვენ სხვა გეზი გვაქვს კიდევ, სამოქალაქო აქტივობას ვგულისხმობ და ამ დემოკრატიულ ბერკეტს აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა სასამართლოსთან მივალთ და დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს. ვაიძულებთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს დატოვონ ეს სისტემა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)