|
2019-02-18 12:22:42, 1375 ნახვა
კომენტარი
ფადი ასლი - ივანიშვილს სურს „თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდება და ამას ხელმძღვანელის გადაყენებით აპირებს
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკზე" დაწყებული გამოძიების რეალური სამიზნე ანაკლიის პორტია, რომლის ხელში ჩაგდების სურვილიც ბიძინა ივანიშვილს აქვს. როგორც ფადი ასლიმ აღნიშნა, ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება საქართველოს რეპუტაციისთვის საზიანოა. „ბატონ ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს "თიბისი ბანკი" და ანაკლიის პორტი. "თიბისი-სთან" დაკავშირებით ამის გაკეთებას ბანკის ყიდვით კი არ აპირებს, არამედ ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადაყენებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება მენეჯმენტის ჩანაცვლება მასთან დაახლოებული ხალხით, ამისთვის გამოიყენებს ეროვნულ ბანკს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გვაქვს, ივანიშვილის მიზანია, დაეხმაროს რუსულ კომპანიებს, თავი აარიდონ სანქციებს. დაზვერვის გაერთიანება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე ინფორმირებულია ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ. ეს საშიში თამაშია და საქართველოს რეპუტაციას შელახავს“, - განაცხადა ფადი ასლიმ. მან ყურადღება ასევე ანაკლიის პორტზე გაამახვილა. „რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენი დაზვერვის გაერთიანების ინფორმაციით, არსებობს ორი სცენარი - ანაკლიის პორტს საერთოდ გააჩერებს, რადგან შეიძლება რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. მეორე სცენარია ის, რომ ივანიშვილი შეეცდება, დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები. ხაზარაძისა და ჯაფარიძის დადანაშაულებით არარსებულ ფინანსურ მაქინაციაში, მსხვილი ინვესტორები ყოველთვის ატარებენ მოკვლევას მომავალი პარტნიორების შესახებ, როდესაც რაიმე საეჭვოს აღმოაჩენენ ან შეიტყობენ, რომ საქმეა, აღძრული, საქმის დაჭერისგან თავს იკავებენ“, - აღნიშნა ასლიმ.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)