|
2019-02-15 18:13:58, 1251 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი: შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის სამშენებლო სტანდარტები თანამედროვე სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებთან დაკავშირებით, შშმ პირთა ორგანიზაციებისა და სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს თემა - „შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის სამშენებლო სტანდარტების ჰარმონიზაციაში მოყვანა უნივერსალური დიზაინის თანამედროვე სტანდარტებთან და აღსრულების მექანიზმები". „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე, უმთავრესი გამოწვევა ის არის, რომ უნივერსალური დიზაინის პრინციპით ხდებოდეს ფიზიკური გარემოს ადაპტირება. ანუ, მათთვის შესაძლებელი გავხადოთ უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს ხელმისაწვდომობა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, ამ მხრივ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა - ერთი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილში, სადაც არაა ეფექტური აღსრულების მექანიზმები და ასევე არაა განსაზღვრული საზედამხედველი ორგანო, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი და, მეორე ის, რომ მოქმედი ტექნიკური რეგულაციები შესაბამისობაში არ მოდის უნივერსალური დიზაინის თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებთან. პარლამენტის წევრის განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტის პარალელურად მუშაობა დაწყებულია სივრცის მოწყობის რეგლამენტზეც. „სამუშაო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს, ასევე დარგობრივი სამინისტროებისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს, რათა კანონის ამოქმედებასთან ერთად, მოხდეს სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტების ჰარმონიზაცია უნივერსალური დიზაინის სტანდარტებთან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)