|
2019-02-14 13:14:58, 1792 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ პეტრო ციგიკალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლჰოვი დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასაც ესტუმრა. ხელი მოეწერა გეგმას "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული დანაყოფებისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის 2019-2020 წლების თანამშრომლობის" შესახებ.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)