|
2019-02-14 11:29:08, 1611 ნახვა
სამართალი
პოლიციამ რუსთავში საცხოვრებელი ბინის ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ბ.ჩ. და რუსეთის ორი მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული რ.ა. და 1967 წელს დაბადებული რ.კ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 თებერვალს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარი ე.წ. „ატმიჩკების“ საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ. „სამართალდამცველებმა რ.ა. ბინიდან გამოსვლის და მიმალვის მცდელობისას, დანარჩენი ორი კი იმავე ბინაში, ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, 4 000 აშშ დოლარი და ე.წ. „ატმიჩკები“. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)