|
2019-02-13 15:48:16, 1585 ნახვა
სამართალი
„მზიურის“ დაცვის თანამშრომელი - რას წარმოვიდგენდი თუ ეს ბავშვები კაფეს გაქურდავდნენ
თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს. დაცვის თანამშრომელი რომელიც მზიურის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას იცავს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 12 წლამდე ასაკის რამდენიმე მოზარდი შენიშნა თუმცა მათზე ყურადღება არ გაუმახვილებია, რადგან მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა რომ არასრულწლოვნები რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენდნენ. „რამდენიმე ბავშვმა ამოიარა დაცვის ჯიხურთან, დაახლოებით 12 წლამდე ასაკის იქმნებოდნენ, ზემოთ ავიდნენ და რას წარმოვიდგენდი თუ კაფეში შევიდოდნენ და გაქურდავდნენ. თავიდან მეგონა, რომ დამლაგებელი მოვიდა და ის იყო კაფეში შესული, დავიძახე არავინ არ იყო შიგნით დაველოდე მის მოსვლას და აღმოჩნდა, რომ გაქურდული იყო“, - აცხადებს დავით ძებოშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით არასრულწლოვნები უკვე იდენტიფიცირებულები არიან და სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)