|
2019-02-13 14:21:23, 1381 ნახვა
სამართალი
პრემიერი - განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი მათთვის, ვინც ე.წ. ქუჩურ გარჩევებში არასრულწლოვნების ჩაბმას გაბედავს
„დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც ე.წ. ქუჩურ გარჩევებში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება. „ვაგრძელებთ კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება გახლავთ ე.წ. ქუჩური გარჩევები, მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში, მძიმე შედეგები, ჩვენი მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)