|
2019-02-12 14:36:09, 1571 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, იგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და შესაძლოა ბრალდებულმა თავისუფლებაში ყოფნისას პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. პროცესზე დაცვის მხარე კირკიტაძის გათავისუფლებას, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დავით კირკიტაძისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების შეფარდება მისი მიმალვის საფრთხეს ვერ უზრუნველყოფდა.რაც შეეხება თავად კირკიტააძეს, ის თავს უდანაშაულოდ თვლის. როგორც ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა საქმე პოლიტიკურია და ის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს. ცნობისთვის, კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)