|
2019-02-11 12:51:58, 1537 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე: გაუგებარია ხელისუფლების აგონია - ეს ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობაა
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას ეხმარება და აცხადებს, რომ იმ "არანორმალური ქმედებით", რომელიც ხელისუფლებამ ლიეჟში ჩაიდინა, ქვეყნის რეპუტაციას ზიანი მიადგა. კაპანაძის თქმით, მისთვის გაუგებარია ის აგონია, რომელშიც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის გამო ჩავარდა. "ის, რაც ლიეჟში ხდებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან იყო როგორღაც ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა. ნორმალური პრაქტიკა არის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხვდება თავის მომხრეებს რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ სრულიად არანორმალურია,რომ, ქართული ოცნება ცდილობს ჩაშალოს ასეთი შეხვედრა,იქ თავის მომხრეების მიგზავნით, თავის პოლიტიკური გზავნილების დაფიქსირებით და აშკარად პროვოკაციის მცდელობით. ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მიყენებული ზიანი. სრულიად გაუგებარი ასეთი ტიპის აგონია“, - აღნიშნა კაპანაძემ.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)