|
2019-02-09 11:00:46, 1250 ნახვა
სამართალი
შსს-მ იმერეთში ქურდობის ორი ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული ვ. ს. და 1994 წელს დაბადებული ჩ. დ. ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ს. და ჩ.დ. სამტრედიაში დააკავეს. პოლიციამ ჩ.დ.-ს და ვ.ს.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ქანჩების კრებული, მოპარული გადაჭრილი სანადირო თოფი და სხვა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. იმერეთში ასევე, ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ბ.შ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებს უკანონოდ დაეუფლა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)