|
2019-02-07 13:07:09, 1500 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია ფარულ კადრებზე: დარწმუნებული ვარ, პირველ წყარომდე მივალთ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პირველწყაროს უწყება გამოავლენს. ამასთან, როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ კიბერდანაშაული რთული გამოსაძიებელია, შსს-მ შესაძლოა დახმარება პარტნიორებს სთხოვოს. "მინდა გითხრათ, რომ გამოძიება გრძელდება. ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ჩვენ თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე,ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველ წყაროს მივაგნოთ. ამაზე ვმუშაობთ, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არ ექნება სხვაობას გავრცელებას, პირველწყაროს და შენახვას შორის. როგორც კი ჩვენ აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში ჩვენ გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, პირველ წყარომდე მივალთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)