|
2019-02-07 12:48:37, 1487 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: იმის გარკვევას ვინ უნდა წავიდეს და ვინ დარჩეს, ჯობს გადავწყვიტოთ რა ღირებულებებით გვინდა აქტივობის გაგრძელება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაფიქსირებულ პოზიციას არ იზიარებს. როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა საბოლოოდ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის. დეპუტატმა დასძინა, რომ პარტიის რამდენიმე წევრს სჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა საბოლოო პოზიციაზე შეჯერდეს. "აზრთა სხვადასხვა, რომ არის ეს ბუნებრივია. ეს აზრთა სხვადასხვაობა რამდენად გამოიწვევს ჩვენსა და გუნდს შორის დისტანცირებას, ამაში ჩვენ უნდა გავერკვეთ. ამიტომ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ და ვსაუბრობთ ერთმანეთთან როგორც გუნდიდან წასვლის ასევე გუნდში დარჩენის საკითხზე. შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვჭირდება. ჩვენთვის არის მთავარი უზენაესი სასამართლოს მიმართებაში გადაწყვეტილება, ამიტომ თუ ჩვენ გვექნება რესურსი გუნდის ფარგლებში რაიმე სარგებელი მოვუტანოთ ამ პროცესს ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ ეტაპზე ჩვენი პოზიციით და წინადადებებით, რომ ამ პროცესს წავეშველოთ. მეორე მხრივ, როდესაც პარტიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია პოლიტსაბჭოს განცხადების სახით, იმ განცხადებაში ასახული პათოსი ჩვენთვის, რბილად რომ ვთქვათ ,ისაღები არ არის. ჩვენ, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, რეალიზაცია გუნდის ფარგლებში რამდენად შესაძლებელი იქნება, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენთვის პრინციპულია პროცესზე ზეგავლენა მოვახდინოთ. ამ ეტაპზე კატეგორიულ პოზიციას არ ვაფიქსირებთ. იმისათვის, რომ ერთიანი პოზიცია გვქონდეს, რამდენიმე დღე დაგვჭირდება. არამგონია პოლიტიკოსმა საკუთარ თავს თვითონ დაუყენოს ქვიშის საათი. გადაწყვეტილებას უსასრულო დრო არ სჭირდება. უბრალოდ გვჭირდება შეჯერება. ბევრს გვაქვს განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. იმის გარკვევას ვინ უნდა წავიდეს და ვინ დარჩეს, ჯობს გადავწყვიტოთ რა პოლიტიკური ღირებულებებით გვინდა აქტივობის გაგრძელება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)