14:55 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 15:13:36, 1714 ნახვა

კომენტარი
ბესელია - დადგა ეტაპი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, შევძლებთ თუ არა ერთად საქმის გაგრძელებას

„მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო შევძლებთ თუ არა ერთად საქმის გაგრძელებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელიას შეფასებით, უმრავლესობის შეხვედრა საკმაოდ რთული და ემოციური იყო.

“შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ დადგა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთ პოზიციაზე დავინახოთ ერთიანი სვლა თუ ვერა. ეს ეტაპი დავინახე მე პირადად, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. ამიტომ, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი სისტემის რეანიმირების და მის მობრუნებას 2020 წელს. არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ხელში აიღოს ძალაუფლება. ამიტომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო შევძლებთ თუ არა ერთად გაგრძელებას, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიუც ვარ და ჩემს ხელში ფორმირდება. ძალიან ემოციური პროცესია. მაგრამ გადაწყვეტილების პროცესია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics