|
2019-02-06 14:45:04, 1337 ნახვა
კომენტარი
გაჩეჩილაძე - ივანიშვილის პოზიცია მხარეების შერიგება იყო, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომაზე გუნდში არსებული დაპირისპირების თემას მცირე დრო დაეთმო. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მხარეების შერიგება იყო. „ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის აქვს პოზიცია, რომ უმრავლესობა იყოს შენარჩუნებული, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის“, - განაცხადა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელეს და შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. მათივე თქმით, ინფორმაცია პარტიის წევრების შესაძლო გარიცხვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებმა და ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)