|
2019-02-05 14:13:38, 1291 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე უმრავლესობას - თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება ავლაბრის რეზიდენცია საქორწინო დარბაზადაც გააქირავოთ
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია გინდათ საბანკეტო დარბაზად გადააქციოთ, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარუ სესიაზე უმრავლესობის წევრებს. გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება მიმდინარეობს და პრეზიდენტის სასახლე ამის ერთ-ერთი მაგალითია. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ავლაბრის რეზიდენციაში ქვეყნი პრემიერ-მინისტრი უნდა გადავიდეს. "დღეს სიმბოლური დღეა, პარლამენტი შეუდგა პირველად მუშაობას ამ დარბაზში და ეს სიმბოლო შეიძლება აღქმული იყოს მისი პირდაპირი მნიშვნელობით - გრძელდება ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების პროცესი. ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა და ქუთაისის შენობის პოლიციისთვის გადაცემა არის პირდაპირი დაცინვა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ამ დაცინვის გაგრძელებაა ის, რაც დღეს ხდება პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით. ქვეყანაში იყო პრეზიდენტის ერთი სასახლე და პრეტენზიები ჰქონდა უმრავლესობას, რომ თურმე ბიუჯეტიდან იყო შესანახი. ახლა პრეზიდენტის ორი სასახლე გვაქვს, ერთი ათონელზე, მეორე ავლაბარში, რომელიც რაღაც საბანკეტო დარბაზად გინდათ გადააკეთოთ, მაღალი თანამდებობის უცხოელი დელეგაციების მისაღებად, რაც წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ მოხდება ალბათ. თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება საქორწინო დარბაზადაც დაიწყოთ მისი გაქირავება. სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება არ გამოიხატება მხოლოდ ქვეყნის სიმბოლოების მიმართ უპატივცემულობაში, აქედან ირიბად ჩანს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი განაგებს საკუთარი ხუშტურების შესაბამისად და კატეგორიულად აკრძალულია ავლაბრის რეზიდენციაში რომელიმე სახელმწიფო პირის შესვლა. დაწყევლილი შენობაა ივანიშვილის მიერ. ძალიან სასაცილოა, რომ ალტერნატიულ ვარიანტად რაღაც მუზეუმის გახსნა იგეგმება. კეთილი ინებოს და დღეს რომ აქ პრემიერი გამოცხადდება, გადაბრძანდეს იმ შენობაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)