15:40 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 20:16:42, 1330 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე ოპოზიციაზე - თუ ჰგონიათ, საზოგადოებას დაავიწყდა ვისი დამზადებულია ეს პირადი ჩანაწერები, ძალიან შემცდარან

„მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია სერიებად ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და დასაწყობებული, ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპონენტების მხრიდან დასმული შეკითხვა, თუ ვინ დგას კადრების გავრცელების სათავეში, საზოგადოების მოტყუების და შეურაცხყოფის მცდელობაა.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის პრინციპული. ჩვენ რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს, მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალით მანიპულირება, მისი გავრცელება და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ძალიან დროული რეაგირება მოახდინა, გამოავლინა ისინი, ვინც ავრცელებდნენ და სავარაუდოდ, ის ადამიანიც, ვინც ეს პირველმა ატვირთა ინტერნეტში. აქვე მინდა გამოვეხმაურო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის სრულიად უპასუხისმგებლო და ცინიკურ განცხადებებს, სადაც მათ მიუთითეს, რომ ჩვენ გვაინტერესებს სათავე სად არის ამ ყველაფრისო, ვინ არის ამ ყველაფრის სათავეშიო. მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებული არის სერიებად ეს პირადი ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და დასაწყობებული, ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან. ასე რომ თუ ისინი ეძებენ სათავეს, ისინი იპოვიან საკუთარ თავს. ამიტომ ამ კითხვის დასმა ერთგვარად საზოგადოების მოტყუების, შეურაცხყოფის მცდელობაც კი, ვინაიდან ამ ჩანაწერების სათავეში მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ სწორედ ის ადამიანები დგანან, რომლებიც ამ უპასუხისმგებლო პილიტიკურ განცხადებებს აკეთებენ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics