20:00 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 16:25:33, 1362 ნახვა

კომენტარი
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - თქვენ დიდი წვლილი ჩადეთ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში

საქართველოს კათოლიკის პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის 10 წლის იუბილე მიულოცა. ილია მეორის მისალოცი წერილი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

"თქვენო უწმიდესობავ, ძვირფასო ძმაო და თანამწირველო, უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღვთის მეოხებით, პირველიერარქის ჯვარს ატარებთ. მთელი ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში უზარმაზარი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა ჩადეთ, რათა საკუთარი წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში. თქვენი მისიონერული ძალისხმევით არაერთი ეკლესია და მონასტერი გაიხსნა, შეიქმნა განათლების, კულტურისა და საქველმოქმედო ცენტრები. გისურვებთ ხანგრძლივ, ღვთისგან კურთხეულ მსახურებას. ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროში, ყველას ჩვენი პირადი გამოცდა გვაქვს, ჩვენი პირადი პრობლემები, მაგრამ ახლა, თქვენც და ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო საერთო გამოწვევის წინაშე დავდექით და ჩვენს შემდგომ ქმედებებზე დამოკიდებულია, თუ როგორ გარემოში ვიცხოვრობთ ხვალ. ეს გამოწვევა უზარმაზარია და ასევე უზარმაზარია პასუხისმგებლობა, რომელიც ღვთისა და ერთმანეთის წინაშე გვაქვს. მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, იმედს ვიქონიებთ, რომ თქვენი წინდახედულობით, ჩვენი საერთო ლოცვითა და ძალისხმევით და, უპირველეს ყოვლისა, ღვთის მადლით, ყველა ერთად შევძლებთ შევინარჩუნოთ მართლმადიდებული მრწამსი და ღვთის საქმეები. დალოცვილ იყოს უფლის მიერ თქვენი მსახურება რუსული ეკლესიისა და მთელი სამყაროს მართლმადიდებლობის მიმართ", - ნათქვამია წერილში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics