19:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 16:08:48, 1251 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ფარულ ჩანაწერებზე: ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის

„ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ საკითხში ხელისუფლებას ნულოვანი ნდობა აქვს.

„წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის საჯარო სივრცეში პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ასეთი მომენტები დგება როცა საკუთარ გუნდში ხელისუფლებას ვინმეს შერისხვა უნდა. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღეთ პასუხი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს. ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს რომ ხელისუფლების მიზანი ისრების გადატანაა. ხელისუფლება არ ებრძვის რეალურ დამკვეთებს, არც იმათ ვინც ეს სიბინძურის მანქანა ამოქოქა. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ეხლა როდესაც საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და რათქმა უნდა ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პიარის და ისრების გადასატანდ ქონდა და ეს ხელისუფლება არანაირად არ ებრძვის რეალურ არც დამკვეთებს, არც იმათ ვინც ამოქოქა ეს სიბინძურის მანქანა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ეს აძლიერებს ეჭვებს კავშირზე თვითონ პოლიტიკური ხელისუფლებისა ამ ყველაფრის გაკეთებასთან . თავისთავად ეს ნაბიჯი რომ ოპოზიციის აქტივისტები აღმოჩნდნენ მათი პიარის მთავარი ობიექტი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, შსს-მ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის ენმ-ის ორი აქტივისტია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics