04:50 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 14:39:51, 483 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი დაკარგული არ იყო

ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ საწყობში მტაცებელი ცხოველი იპოვეს.

"მტაცებელმა ცხოველმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა შიგნით და აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ვეფხვის მიერ იყო დაგლეჯილი. ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო და როგორც გვაცნობეს, გარდაიცვალა. ვეფხვის დაძინება გვინდოდა, თუმცა აგრესიული იყო და სამწუხაროდ, მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, აღარ უნდა ყოფილიყო არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული, თუმცა დღეს აღმოჩნდა ერთი მტაცებელი ცხოველი. ზოოპარკის ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი დათვლილია. თუმცა საწყობში ყოფილა კიდევ ერთი მტაცებელი ცხოველი. როგორც ჩვენთვის

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მუშა იმყოფებოდა საწყობში. ვეფხვმა ერთ-ერთ ადამიანზე მოხდინა თავდასხმა, დანარჩენი ორი კი გამოიქცა", - აღნიშნა გომელაურმა.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ზოოპარკის დირექტორი 17:00 საათზე ზოოპარკის შესასვლელთან ბრიფინგს გამართავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics